ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია

„4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა,  რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს ვინ იდგა აღნიშნული პროცესების უკან, ვინ ახალისებდა მათ და საიდან ფინანსდებოდნენ.

„ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვაზე, ხომ ცხადია საიდან მოდიოდა ეს 4 ოქტომბრის თემა? ვისი დაფინანსებით იყო? ვისი წახალისებით კეთდებოდა? თქვენ გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება რა პროცესები მიდის? ვერ ხვდება საიდან იმართება ეს ყველაფერი? ვერ ხვდება ვინ მართავს ამ ადამიანებს?

ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე? თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირ კამპანია, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ, უნდა დავამხოთ ხელისუფლება, უნდა მოვაწყოთ რევოლუციაო. თქვენ გსმენიათ რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი, ელჩი გამოსულიყო ან ვთქვათ ევროპარლამენტარი და დაეგმო ეს ყველაფერი? როგორ დაგმობდნენ, როცა პირდაპირ თავად ახალისებდნენ ამ ყველაფერს და ხელს უწყობდნენ. შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ,  მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, იმოქმედეს ღირსეულად და დღეს გვყავს დაკავებული ადამიანები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით: „მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, რამდენიმე ბოდიშს იხდის, აღიარებს დანაშაულს. ხელისუფლებას კი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჰუმანური დამოკიდებულება აქვს. ეს კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულს, ამ დანაშაულის სიმძიმეს. ჰუმანურობა კი ჩვენი პოლიტიკის ნაწილია“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი – ,,ნაცმოძრაობა” არანაირ სინანულს არ გამოხატავს წარსულში ჩადენილის გამო, პირიქით – ჩვენი სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს...

ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის შესაფერის დროს ელოდება. კახიანს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ, რადგან „მათ წარსულში ჩადენილი ქმედებების გამო არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნიათ“.„ჩვენ ეს დღეები ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახსნა-განმარტებებს და ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ძალა არანაირად არ შეცვლილა. ეს არის იგივე ძალა, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ისინი უბრალოდ ელოდებიან თავის დროს, რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში და იგივე მოქმედებებს განაგრძობენ, როგორც აქამდე იქცეოდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი იმ ქმედებების მიმართ, რასაც ჩვენ მათ ვედავებით. პირიქით, ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. არანაირი სინანული არ გააჩნიათ მათ თავიანთი მოქმედებების. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მოსვლის შემთხვევაში საფრთხე იქნება დიდი, საფრთხე დაემუქრება ადამიანის უფლებებს, ზოგადად კონსტიტუციურ წყობილებას. ამიტომაც არის, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის, წარმოადგენდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა ხელისუფლება და ზოგადად ქვეყანა მაშინ და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი იმავეს გააკეთებენ და იმავეს გაიმეორებენ“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.კახიანმა ისაუბრა კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალაზე - „კოალიცია ცვლილებისთვის“ და განაცხადა, რომ ისინი არაფრით განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“.გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ იმავე პოლიტიკის გამტარებელია, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა და ამიტომ მათაც იმავეს ედავებიან.„რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენ მათ განვიხილავთ ზუსტად იგივე ძალად, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ფაქტობრივად, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“ წარმოქმნილი ძალა, ხომ? მათ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ისინი მათგან არაფრით განსხვავდებიან. მათი ლიდერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში და იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან, ერთობას ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. არ ვიცი რა არგუმენტები შეიძლება ჰქონდეთ დღეს, მოვუსმენთ და შემდგომ გავაკეთებთ კომენტარებს, თუმცა, მათაც ჩვენ ვედავებით იმავეს, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“- ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ხელყოფა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გერმანიაში ერთთვიან პროფესიულ პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანია HiPP-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი მეწარმისა და მეცენატის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ კლაუს ჰიპის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა წარმომადგენელმა გერმანიაში ერთთვიანი პროფესიული პრაქტიკა გაიარა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, გერმანიაში სტუ-ის წარმომადგენლების პროფესიული პრაქტიკის ორგანიზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უზრუნველყო. პრაქტიკული კურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ გუნთიშვილი და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სულაბერიძე, გერმანიის ქალაქ შაიერნში (Scheyern) გაიმართა და მიზნად სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავდა. კურსის ფარგლებში გუნთიშვილი და სულაბერიძეჩართულნი იყვნენ შაიერნის ისტორიული ბენედიქტელთა მონასტრის საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შემუშავებისა და მხატვრული გაფორმების პროცესში.როგორც ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსის მოადგილე ნინო ახობაძე აცხადებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ჩართულნი იყვნენ შაიერნის ისტორიული ბენედიქტელთა მონასტრის (Kloster Scheyern) საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინის შემუშავებისა და მხატვრული გაფორმების პროცესში.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პროფესორ კლაუს ჰიპს შორის თანამშრომლობა ჩვენი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება. ბატონი ჰიპის მხარდაჭერით ორგანიზებული პროფესიული პრაქტიკა უნივერსიტეტსა და გერმანულ მხარეს შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.პროექტი სტუდენტებისთვის განსაკუთრებული პროფესიული გამოცდილებაა, რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ, იმუშაონ მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მქონე სივრცეში. ერთი თვის განმავლობაში ელისაბედ გუნთიშვილი და მარიამ სულაბერიძე მუშაობდნენ ინტერიერის მხატვრულ კონცეფციაზე, სივრცის ესთეტიკურ გადაწყვეტასა და დიზაინის ცალკეულ ელემენტებზე. პრაქტიკამ მათ საშუალება მისცა, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ პროფესიულ გარემოში გამოეყენებინათ და გერმანულ სამუშაო პრაქტიკას გაცნობოდნენ“, - აცხადებს ნინო ახობაძე.სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შაიერნის მონასტრის სასულიერო პირებმა, რომლებმაც სტუდენტებს გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს და შეუქმნეს პრაქტიკული სამუშაოებისთვის საჭირო პირობები. მონასტრის წარმომადგენლების მხარდაჭერით სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ემუშავათ უნიკალურ ისტორიულ გარემოში და უშუალოდ გასცნობოდნენ მონასტრის კულტურულ მემკვიდრეობას.

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღიკვეთა.უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 696 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ - 166 681 ლარი შეადგინა.3 მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 44 305 ლარით დაჯარიმდა.

ტრაგედია ძმის ქორწილში – ახალი დეტალები 25 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე

თბილისში, 25 წლის გურამ ბოიკო ცივი იარაღით მოკლეს. ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, „ლისი მერეში“, ძმის ქორწილში იმყოფებოდა.თვითმხილველების თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც, მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე

ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას ცოლი და მისი შვილის დედა? გაიცანით ნიცა თავაძე - ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა standard.co.uk. ქართველი ვარსკვლავის ოჯახის შესახებ სტატიას აქვეყნებს.სტატია 26 ოქტომბრამდე, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიამდეა გამოქვეყნებული, შესაბამისად, სტატიის ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, „ოქროს ბურთის“ მფლობელი სწორედ ხვიჩა კვარაცხელია გახდეს.„ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გულშემატკივრები უფრო მოფერებით „კვარას“ უწოდებენ, ფართოდ არის ცნობილი თავისი საფეხბურთო ოსტატობით, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ავლენს.25 წლის ფეხბურთელი წელს „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორისაა. ეს ჯილდო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოდ ითვლება.თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა ის და მისი მეუღლე, ნიცა თავაძე, რომელზეც 2023 წელს იქორწინა, ამ საღამოს ლონდონში დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიას, რადგან ვარსკვლავმა სერიოზული ტრავმა მიიღო.გთავაზობთ ყველაფერს, რაც ნიცა თავაძის შესახებ ვიცით, იმ პრესტიჟული ცერემონიის წინ, რომელზეც შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს.როგორ გაიცნეს ერთმანეთი?წყვილმა ერთმანეთი პირველად 2021 წელს გაიცნო, როდესაც საერთო მეგობარმა გააცნო. იმ პერიოდში კვარაცხელია „ნაპოლიში“ თამაშობდა, ხოლო თავაძე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.საუნივერსიტეტო ვალდებულებების გამო თავაძემ თავდაპირველად ვერ შეძლო ნეაპოლში გადასვლა, რათა კვარაცხელიასთან ერთად ეცხოვრა, თუმცა წყვილი ურთიერთობას სატელეფონო ზარებისა და წერილების საშუალებით ინარჩუნებდა.ყოველ ჯერზე, როდესაც დასვენება ჰქონდა, ის იტალიაში მიფრინავდა, რათა საყვარელი ადამიანისათვის მხარი დაეჭირა.წყვილი 2023 წლის 16 ოქტომბერს მცხეთაში, სამთავროს მონასტერში დაქორწინდა. საქორწინო ცერემონიაზე მათ ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ.მათი განსაკუთრებული დღის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებისას კვარაცხელიამ მოკლე წარწერა გამოიყენა: „16.10.23“, რომელსაც ლოცვის ემოჯი და წითელი გული დაურთო“, - ვკითხულობთ ბრიტანულ სტატიაში.

ბოლო სიახლეები