ადამ კიზინგერი – მინდა, გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომ აშშ-ი ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას

Read Time:25 Second

ჩვენ ბევრ საერთო გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა ბათუმში განუცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

„ჩვენ ვხედავთ გამოწვევებს რუსეთიდან ყოველდღე და რუსეთის ოკუპაცია გრძელდება. გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია აქ და აშშ-შიც. ჩვენ ბევრ საერთო გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება. ეს არის კიბერთავდასხმები. ასევე, ინსტიტუტების დისკრედიტაცია. ამასთან, აშშ-ი და საქართველო აღიარებენ მტკიცე მეგობრობას. მინდა, გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ, რომ აშშ-ი ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას“, – განაცხადა ადამ კიზინგერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანებას გეგმავს
Next post მურა დათვის მკვლელობის გამო, სავარაუდოდ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება