Reuters: ევროკომისიის გეგმის თანახმად, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ

Read Time:32 Second

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის გეგმაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირი რუსული გაზის მიწოდების პოტენციური შემცირებისთვის ემზადება – სცენარი, რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკების რეცესია შეიძლება გამოიწვიოს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის გეგმას გაეცნო, რომელიც 20 ივლისს უნდა გამოქვეყნდეს.

კერძოდ, ევროკომისიის გეგმა წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს მრეწველობისთვის ფინანსური სტიმულები შემოიღონ, რათა გაზის მოხმარება შეამცირონ, მრეწველობასა და ელექტროსადგურებში გამონაბოლქვ გაზზე გადავიდნენ და საინფორმაციო კამპანიები განახორციელონ, რათა მომხმარებლებს გათბობისა და კონდიციონირების სისტემის მოხმარების შემცირებისკენ უბიძგონ.

ევროკავშირი მიზნად ისახავს უზრუნველყოს რაც შეიძლება მეტი გაზი განთავსდეს საცავებში და შეიქმნას მიწოდების მარაგი ზამთრისთვის, როდესაც გაზზე მოთხოვნა პიკს მიაღწევს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს
Next post გერმანიის იუსტიციის მინისტრი: „საქართველოს იუსტიციის მინისტრი დიდი ღირსების მქონე ადამიანია, ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის“