საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს

Read Time:33 Second

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში რატი ბრეგაძე პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა  ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს, მათ შორის ელექტრონული სერვისებისა და  ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროებში. საუბარი შეეხო, აგრეთვე  ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესის  მიმდინარეობას.

პორტუგალიის იუსტიციის მინისტრის გარდა, რატი ბრეგაძემ შეხვედრები გამართა გერმანიის, ჩეხეთის, საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან. დარგობრივი თემების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან სასაუბრო თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა იყო.

პრაღაში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფებოდა.  ერთ-ერთი განსახილველი თემა სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესება  იყო.

მინისტერიალს, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო და ევროკავშირი ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობენ, რომელშიც ორი ალიანსის პრიორიტეტები იქნება გაწერილი
Next post Reuters: ევროკომისიის გეგმის თანახმად, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ