გერმანიის იუსტიციის მინისტრი: „საქართველოს იუსტიციის მინისტრი დიდი ღირსების მქონე ადამიანია, ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის“

Read Time:39 Second

„გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში“, – ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სასიამოვნო იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. ის დიდი ღირსების მქონე ადამიანია. ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის. მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო თქვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში და ძალზედ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს პროცესი ძალიან კარგ დასასრულამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა მარკო ბუშმანმა.

შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. პარტნიორობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში; გერმანელი ექსპერტები კი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა პრაღაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Reuters: ევროკომისიის გეგმის თანახმად, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზზე მოთხოვნა, რათა რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შესაძლო შემცირებისთვის მოემზადონ
Next post დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ევროპარლამენტმა აღიარა, რომ ვიყავით მართლები – ექვსთვიან ვადას ჩვენ „ხაფანგი“ დავარქვით