დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ევროპარლამენტმა აღიარა, რომ ვიყავით მართლები – ექვსთვიან ვადას ჩვენ „ხაფანგი“ დავარქვით

Read Time:49 Second

დღეს ევროპარლამენტმა აღიარა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „პალიტრანიუსის“ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, „ქართლი ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა, ევროკომისიის მიერ დაწესებულ ექვსთვიან ვადას „ხაფანგი დაარქვეს“ და ეს რეალურად ასეც იყო.

„ეს იყო გარკვეულწილად აღიარება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არ იყო სტატუსის მოპოვებისთვის გაცემული დავალება და დროც იყო არარელევანტური. მოცემული იყო ექვსთვიანი ვადა და ჩვენ ამას ხაფანგი დავარქვით. ეს რეალურად ასე იყო. ევროკავშირის ისტორიას თუ გადახედავთ, ასეთი მოკლე ვადა არსად დაწესებულა. მაგალითად, მონტენეგროში, სერბეთში, განაცხადიდან ორ წელში მოხდა სტატუსის მინიჭება, შემდეგ, როგორც წესი12-14 წელი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში არის ხოლმე სტატუსის მოპოვება.

ევროპარლამენტარებსაც ზოგჯერ წამოსცდებათ ხოლმე ისეთი რამ, რაც პროცესს ნათელს ჰფენს. ის, რომ ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება პრაქტიკულად არაფერს წარმოადგენს, თუ არაფერს წარმოადგენს, რატომაა ასეთი შემცირებული ვადა? – იმიტომ რომ გამიზნული იყო რისთვის – შეიქმნა ემოცია, შემდეგ პიკი უნდა ყოფილიყო ემოციის დეკემბერში და ეს ემოცია იქნებოდა უარზე დაფუძნებული და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვებოდა რევოლუციური სცენარის ის განვითარება, რაც ბაკურიანში დაიგეგმა“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გერმანიის იუსტიციის მინისტრი: „საქართველოს იუსტიციის მინისტრი დიდი ღირსების მქონე ადამიანია, ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის“
Next post ანდრია გვიდიანი რასა იუკნევიჩიენეზე: ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მნიშვნელოვანი პიროვნებაა, ვიდრე ქალბატონ რასას მსგავსი მეასე ხარისხოვანი ევროპარლამენტარი