NASA-ს განცხადებით დედამიწის მოსახლეობას უცხოპლანეტელების არსებობა გაახარებს

Read Time:36 Second

არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა რომელშიც შესწავლილია საკითხი თუ რა რეაქცია ექნებათ ადამიანებს უცხოპლანეტელების არსებობა რომ დადგინდეს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი მაიკლ ვარნუმი ამბობს, რომ საზოგადოება ახალი სიცოცხლის აღმოჩენის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი.

სპეციალისტებმა გაანალიზეს ახალი სიცოცხლისა და უცხოპლანეტელების შესახებ, ახალი ეგზოპლანეტებისა და 1996 წელს მარსზე მიკროორგანიზმების აღმოჩენის შესახებ ამერიკულ მედიაში დაბეჭდილი სტატიები. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტები და სპიკერები ამ თემებეზე დადებით კონტექსტში, ოპტიმისტურად საუბრობდნენ.

მასალების შესწავლის შემდეგ, სპეციალისტებმა კვლევაში 500-მდე მოხალისე ჩართეს. მათ სთხოვეს საკუთარი შეხედულებები დაეწერათ უცხო პლანეტელების შესახებ. გაირკვა, რომ ჩვეულებრივ ადამიანებსაც დადებითი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხზე. კონკრეტულად კი ისინი უფრო დიდი ინტერესით კითხულობდნენ ახალი სიცოცხლის შესახებ სტატიებს, ვიდრე სხვა თემებზე, თუნდაც კულტურაზე.

გასული წლის ნოემბერში NASA-მ განაცხადა, რომ უცხოპლანეტელებს დაახლოებით 20 წელიწადში მიაგნებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია  
Next post რეიჰანე ჯაბარი: დედა, სიცოცხლეზე ძვირფასო, გთხოვ ნუ იტირებ იმის გამო, რასაც ახლა ჩემგან გაიგებ