პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია  

Read Time:34 Second

პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომელსაც 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 75-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა – ვეტო 83 ხმით, (13 წინააღმდეგი) დაძლიეს.

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.

22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა  დაუჭირა მხარი. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო  15 იანვარს დაადო.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის 100 წლის საიუბილეო მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოცხადდა
Next post NASA-ს განცხადებით დედამიწის მოსახლეობას უცხოპლანეტელების არსებობა გაახარებს