რას იწვევს არასაკმარისი ძილი
ფოტო: Shutterstock.com
იმ ადამიანებში, რომლებსაც დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლები სძინავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი მაღალია. ეს საფრთხე შედარებით ნაკლებად ეხება მას, ვისაც 7-8 საათის განმავლობაში სძინავს. როგორც EurekAlert-ი წერს, ასეთ დასკვნამდე ესპანელი და ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ.
კვლევაში 3 973 ესპანელი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის განმავლობაში ისინი ატარებდნენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც მათი ძილისა და სიფხიზლის ხანგრძლივობას ითვლიდა.
მოხალისეები 4 ჯგუფად გადაანაწილეს. გარდა ამისა, მათ დაავადებების გამოსავლენად კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდათ.
როგორც გაირკვა, იმ ადამიანებში, რომლებსაც 6 საათზე ნაკლები ეძინათ, ათეროსკლეროზის განვითარების შანსი 27%-ით მაღალი იყო იმათთან შედარებით, რომლებსაც 7-8 საათი ეძინათ.
გარდა ამისა, ღამით შფოთვა და ხშირი გაღვიძება სისხლძარღვების დაავადებების რისკს 34%-ით ზრდის. თუმცა სპეციალისტების თქმით, 8 საათზე მეტ ხანს ძილი ასევე ხელს უწყობს ათეროსკლეროზს.
არსებობს მოსაზრება, რომ ძილისთვის აუცილებელი დრო 8 საათია. სპეციალისტების უმრავლესობის აზრითაც, ზრდასრული ადამიანისთვის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 7-8 საათია. მაგრამ საინამდვილეში ყველაფერი კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული: ვიღაცისთვის 6 საათიც საკმარისია, სხვას კი 9 საათიც არ ჰყოფნის.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს კოლეგებთან საერთო ენის პოვნას და საქმიანი ურთიერთობის...
იუსტიციის სახლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გრძელდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთდროულად, 14 იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მასშტაბური მშენებლობების დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება. სახელმწიფო...
მამუკა ხაზარაძე: ბიძინა! მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი
სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:...
„სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია…“ -ტრაგედია ქედაში
ავარიას დოლოგანში 21 წლის ლაშა ხალვაში ემსხვერპლა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე წერს. „გლოვობს ჩემი ბათუმი, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. ეს...
“ფორმულა” გადაცემების ნაწილს ხურავს
ტელეკომპანია "ფორმულა" გადაცემების ნაწილს ხურავს. ამის შესახებ ტელეარხმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კონტრაქტები შეწყდება თანამშრომელთა ნაწილთანაც, საუბარია ათეულობით ადამიანზე. "ჩვენი მაუწყებლობა...
„არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ – ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს
ირმა ინაშვილი უარყოფს საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მატრონას ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე მისი სახეა გამოსახული. პოლიტიკოსი ამასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:...