ორი შვილი სახლში ელოდებოდათ… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – ავარია გორის რაიონში ცოლ-ქმრის დაღუპვით დასრულდა

Read Time:24 Second

გორის მუნიციპალიტეტის სუფელ ძევერასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.შემთხვევა წუხელ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

გარდაცვლილია ცოლ-ქმარი. 1982 წელს დაბადებული კეჩხუაშვილი არჩილი და 1991 წელს დაბადებული მარიამი პანამარენკო.

“ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – აღნიშნავს ერთ-ერთი ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნოა და თაისია – ფოტომოყვარულ ამო ქინქლაძის ობიექტივის ახალი სახეები (ფოტოები)
Next post რას იწვევს არასაკმარისი ძილი