მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია, რომელიც მათ დააბრუნეს – ჩვენ ავაშენეთ ყველა მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც ესენი ბოლო 12 წელია უროთი არიან მიმდგარნი და არბევენ
ჩემი სახელით მოქმედი ყალბი TIK-TOK ანგარიში ძალიან კარგ ბიჭს, იაკობ ჯანგავაძეს იმისათვის აშავებს, რომ მას აცვია მაისური წარწერით “ქოცებო თქვე ნაცებო”. რაც არ უნდა ჩაიცვან, ეს ახალგაზრდები ისტორიულ საქმეს აკეთებენ და მათზე თავდასხმა ჩემთვის სრულიად მიუღებელია.
ისე ცნობისათვის, არაფერი ისე არ განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”. თუ ჩემი არ გჯერათ, ვლადიმერ პუტინსა და რუსეთს ჰკითხეთ.
ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია, რომელიც მათ დააბრუნეს. ჩვენ ავაშენეთ ყველა მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც ესენი ბოლო 12 წელია უროთი არიან მიმდგარნი და არბევენ.
ჩვენ დროს, საქართველოს მსოფლიო შენატროდა, ჩვენ გავიყვანეთ საქართველო უმაღლეს მსოფლიო ასპარეზზე. ამათ ახლა ქვეყნის სრულ იზოლაციამდე მივყავართ.
ჩვენ პირველებმა ავწიეთ ევროკავშირისა და ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა, რომლებიც ამათ ძალიან აღიზიანებთ.
2007 წელს, სახალხო პროტესტის შედეგად, მე გადავდექი და 2012 წელს, არჩევნებით დავტოვეთ ხელისუფლება – ესენი ამის გაკეთებას ნებისმიერ ფასად არ აპირებენ.
დაბოლოს, ჩვენ გვიყვარს საქართველო, ესენი კი, მტერს გვაბარებენ.- წერს მიხეილ სააკაშვილი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
იონათამიშვილი: დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ შშმ პირებმა საკუთარ თავზე მიიღეს ეს ყველაფერი – 1998 წლის ნოემბრის მერე ჩუსტები არც ჩამიცვამს და არც გამიხდია, დამჭირდა ეტლი – მაშინ 19 წლის ვიყავი
როდესაც, გუშინ ის დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ცხადია, არ მივაქციე ყურადღება. ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ ბევრი შშმ პირი და შშმ...
სოზარ სუბარი: ევროპას ხშირად სხვა ინტერესი აქვს, ამერიკას – სხვა, თუმცა ევროპა სამწუხაროდ, ხშირად საკუთარ პოლიტიკას კი არ ატარებს, არამედ ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც გლობალური ომის პარტია უკარნახებს
„რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, ამერიკა რომ მოქცეულიყო როგორც ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი და მიგვეღო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ ეს...
გივი თარგამაძე: ქოცებო, წუმპის ჭიებო – თქვენი შვილები მეცოდება, მხოლოდ ის დააშავეს, რომ მათი გაჩენის მერე საძაგლობებად გადაიქეცით
ქოცებო, ყველანაირი მორიდება დამიმთავრდა - თქვე ქვემძრომებო, წუმპის ჭიებო, ვისაც გიცნობდით და ზოგთან, ჩემდა საზიზღრად, ვმეგობრობდი კიდეც, ვინც გამიგიხართ და...
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე იმსჯელებს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე იმსჯელებს. პრეზიდენტი პარლამენტის...
დეპუტატი სავალან მირზოევი: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც
„ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში აშშ-ს მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს ეხმიანება და წერს: „საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი სუვერენიტეტისთვის...
ჯიმ ო’ბრაიენი: სანქციებზე ენტონი ბლინკენის გუშინდელი განცხადების საფუძველზე სიას არ გამოვაქვეყნებთ, ამის გაკეთების საშუალებას კანონიერი უფლებამოსილება არ გვაძლევს
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების...