ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით- შალვა პაპუაშვილი
ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველმა ძალამ აღნიშნულ პროპაგანდას თაავიდანვე დაარქვა სახელი.
“შეიძლება ვთქვათ, რომ რამდენიმე დეპუტატს მე კლასის დამრიგებელში ვეშლები და მთხოვენ, ადამიანების გადასმას სხვა ადგილზე. ვფიქრობ, ამის უკან უფრო სხვა, სერიოზული მომენტია – ის მომენტი, რასაც ჩვენ ბოლომ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ. კამპანია, რომელიც ადამიანის გამიჯვნას ნიშნავს- სეგრეგაცია განა სხვა რამე იყო?! როდესაც ცალკეულ ქვეყანაში 20-ე საუკუნეში ვიცოდით, რომ ზოგს კაფეში არ უშვებდნენ, ან იმ ადგილას არ ჯდებოდნენ, სადაც ისინი იყვნენ, ავტობუსში სხვაგან სვამდნენ და ა.შ – არ უნდა იყოს იმ სივრცეში, სადაც არის სხვა.
ჩვენ ვნახეთ ამისკენ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით. როდესაც პირდაპირ ითქვა და მხიარულებით აზიარებდა ყველა და უერთდებიან სახალხო დამცველს ამ მოწოდებაში, ხელი არ ჩამოართვა, არ დადგე იქ, სადაც ისინი არიან, ხმა არ გასცე და ა.შ. ეს სინამდვილეში ამის გამოძახილია. ეს თუ თავიდანვე ჩვენ არ დაგმეთ, არ გავემიჯნეთ და თავშივე არ დავარქვით საკუთარი სახელი, ეს გაჯდება შემდეგ უფრო საზოგადოების დიდ წრეში. ეს არის საზოგადოების გამიჯვნა, გარიყვა, ის, რისკენაც მოგვიწოდებდნენ ადამიანების ეს ჯგუფი,”-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...