ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით- შალვა პაპუაშვილი

Read Time:58 Second

ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველმა ძალამ აღნიშნულ პროპაგანდას თაავიდანვე დაარქვა სახელი.

“შეიძლება ვთქვათ, რომ რამდენიმე დეპუტატს მე კლასის დამრიგებელში ვეშლები და მთხოვენ, ადამიანების გადასმას სხვა ადგილზე.  ვფიქრობ, ამის უკან უფრო სხვა, სერიოზული მომენტია – ის მომენტი, რასაც ჩვენ ბოლომ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ. კამპანია, რომელიც ადამიანის გამიჯვნას ნიშნავს- სეგრეგაცია განა სხვა რამე იყო?! როდესაც ცალკეულ ქვეყანაში 20-ე საუკუნეში ვიცოდით, რომ ზოგს კაფეში არ უშვებდნენ, ან იმ ადგილას არ ჯდებოდნენ, სადაც ისინი იყვნენ, ავტობუსში სხვაგან სვამდნენ და ა.შ – არ უნდა იყოს იმ სივრცეში, სადაც არის სხვა.

ჩვენ ვნახეთ ამისკენ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით. როდესაც პირდაპირ ითქვა და მხიარულებით აზიარებდა ყველა და უერთდებიან სახალხო დამცველს ამ მოწოდებაში, ხელი არ ჩამოართვა, არ დადგე იქ, სადაც ისინი არიან, ხმა არ გასცე და ა.შ. ეს სინამდვილეში ამის გამოძახილია. ეს თუ თავიდანვე ჩვენ არ დაგმეთ, არ გავემიჯნეთ და თავშივე არ დავარქვით საკუთარი სახელი, ეს გაჯდება შემდეგ უფრო საზოგადოების დიდ წრეში. ეს არის საზოგადოების გამიჯვნა, გარიყვა, ის, რისკენაც მოგვიწოდებდნენ  ადამიანების ეს ჯგუფი,”-აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე: მგონი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად ამ კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში
Next post გიორგი ჩალაძე: აქამდე ჩუმად წამლავდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, ახლა ღიად აპირებენ მის მოკვლას