იუსტიციის სამინისტრომ ახალ პენიტენციურ კოდექსზე მუშაობა დაასრულა − პროექტი მალე პარლამენტს წარედგინება
კოდექსის ძირითად სიახლეებზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა გადაჰყავს კიდევ უფრო მეტად მაღალ ხარისხზე.
იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გაუსვა ხაზი:
- ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა;
- ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო − დღეს 60 ლარის გადახდა უწევს სრულწლოვან მსჯავრდებულებს, არასრულწლოვნებს კი − 30 ლარის;
- გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას მიენიჭება უმაღლესი განათლების მიღების უფლება და, შესაბამისად, ის ინოვაციური პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაიწყო − „ციფრული უნივერსიტეტი“, ხელმისაწვდომი გახდება მსჯავრდებულთა ფართო მასებისთვის;
- იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა, რაც მსჯავრდებულებს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს;
- გათანაბრდება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობები, რაც უდავოდ პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია;
- პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;
- ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და ყველა მოსამსახურე, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებს წელთა ნამსახურობის დანამატს, რაც მათ სახელფასო პირობებზე დადებითად აისახება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დააკავეს 23 წლის ძმა, რომელიც ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, რის შემდეგაც, მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული...
გარდაბანში ძმამ და მოკლა
გარდაბანში ძმამ და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ძმამ დას ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გარდაცვლილი ქალი 25 წლამდე ასაკის იყო. შინაგან...
ვახტანგ გომელაური: გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება – პარლამენტის ბლოკირების ან დეპუტატებისთვის შენობაში შესვლის ხელის შესვლისთვის, 4 წლამდე პატიმრობის მუხლს გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ
გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის...
აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის აღიარებითი ჩვენება და 1200 ლარი დავალების შესრულებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. მიმდინარე წლის 25...