ტოკიო 2020-ის სტატისტიკა | საქართველო ევროპის ოცეულშია, პოსტსაბჭოეთში – მესამე და გრანდებს გადაასწრო
დღეს ტოკიოში საზეიმოდ დაიხურა XXXII ოლიმპიური თამაშები. ეს იყო ისტორიაში პირველი ზაფხულის ოლიმპიადა, რომელიც ერთი წლის დაგვიანებით ჩატარდა და მაყურებელი არ ესწრებოდა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენმა იასპარეზა.
ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 33-მა ქართველმა სპორტსმენმა 11 სახეობაში იასპარეზა და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს არასოდეს მოუპოვებია ერთ ოლიმპიადაზე რვა მედალი – ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ხუთმა სპორტსმენმა ვერცხლის, ხოლო ერთმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია გავიდა, მეორეზე – ჩინეთი, ხოლო მესამეზე – იაპონია. საქართველოს დელეგაციამ 33-ე ადგილი დაიკავა და გადაასწრო ბევრ ისეთ ქვეყანას, სადაც სპორტში საქართველოზე გაცილებით მეტი რესურსი და ფინანსები გააჩნიათ. 120 ქვეყანამ კი მედალი ვერ მოიპოვა.
ევროპის ოცეულში
საქართველო ევროპის ყველაზე წარმატებული 20 ქვეყანას შორის მოხვდა
ქვეყანა | ო. | ვ. | ბ. | ს. | ||
4 | დ. ბრიტანეთი | 22 | 21 | 22 | 65 | |
5 | ROC | 20 | 28 | 23 | 71 | |
7 | ნიდერლანდები | 10 | 12 | 14 | 36 | |
8 | საფრანგეთი | 10 | 12 | 11 | 33 | |
9 | გერმანია | 10 | 11 | 16 | 37 | |
10 | იტალია | 10 | 10 | 20 | 40 | |
15 | უნგრეთი | 6 | 7 | 7 | 20 | |
17 | პოლონეთი | 4 | 5 | 5 | 14 | |
18 | ჩეხეთი | 4 | 4 | 3 | 11 | |
20 | ნორვეგია | 4 | 2 | 2 | 8 | |
22 | ესპანეთი | 3 | 8 | 6 | 17 | |
23 | შვედეთი | 3 | 6 | 0 | 9 | |
24 | შვეიცარია | 3 | 4 | 6 | 13 | |
25 | დანია | 3 | 4 | 4 | 11 | |
26 | ხორვატია | 3 | 3 | 2 | 8 | |
28 | სერბეთი | 3 | 1 | 5 | 9 | |
29 | ბელგია | 3 | 1 | 3 | 7 | |
30 | ბულგარეთი | 3 | 1 | 2 | 6 | |
31 | სლოვენია | 3 | 1 | 1 | 5 | |
33 | საქართველო | 2 | 5 | 1 | 8 |
ROC * – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი
ო – ოქროს მედალი
ვ – ვერცხლის მედალი
ბ – ბრინჯაოს მედალი
ს – სულ მედლების რაოდენობა
პოსტსაბჭოეთში მესამე
საქართველოს დელეგაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მესამე ადგილზე გავიდა, რაც ისტორიული შედეგია. გადავასწარით უკრაინასა და ბელორუსს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგაც სპორტულ გრანდებად მიიჩნევიან.
ქვეყანა | ო. | ვ. | ბ. | ს. | |
5 ROC | 20 | 28 | 23 | 71 | |
32 უზბეკეთი | 3 | 0 | 2 | 5 | |
33 საქართველო | 2 | 5 | 1 | 8 | |
44 უკრაინა | 1 | 6 | 12 | 19 | |
45 ბელორუსი | 1 | 3 | 3 | 7 | |
59 ესტონეთი | 1 | 0 | 1 | 2 | |
59 ლატვია | 1 | 0 | 1 | 2 | |
67 აზერბაიჯანი | 0 | 3 | 4 | 7 | |
69 სომხეთი | 0 | 2 | 2 | 4 | |
70 ყირგიზეთი | 0 | 2 | 1 | 3 | |
77 ლიტვა | 0 | 1 | 0 | 1 | |
77 თურქმენეთი | 0 | 1 | 0 | 1 | |
83 ყაზახეთი | 0 | 0 | 8 | 8 | |
86 მოლდოვა | 0 | 0 | 1 | 1 |
ROC * – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი
მედლები ვერ მოიპოვა ტაჯიკეთმა
საქართველოს ჩამორჩნენ თურქეთი, საბერძნეთი, ავსტრია, არგენტინა, პორტუგალია
საქართველოს დელეგაციამ ბევრ ისეთ ქვეყანას გადაასწრო, რომლებიც სპორტში დიდი თანხებს აბანდებენ და დიდი მიღწევებიც გააჩნიათ. იხილეთ სია.
ქვეყანა | ო. | ვ. | ბ. | ს. | ||
35 | თურქეთი | 2 | 2 | 9 | 13 | |
36 | საბერძნეთი | 2 | 1 | 1 | 4 | |
39 | ირლანდია | 2 | 0 | 2 | 4 | |
39 | ისრაელი | 2 | 0 | 2 | 4 | |
42 | კოსოვო | 2 | 0 | 0 | 2 | |
44 | უკრაინა | 1 | 6 | 12 | 19 | |
45 | ბელარუსი | 1 | 3 | 3 | 7 | |
46 | რუმინეთი | 1 | 3 | 0 | 4 | |
48 | ინდოეთი | 1 | 2 | 4 | 7 | |
52 | სამხრეთ აფრიკა | 1 | 2 | 0 | 3 | |
50 | სლოვაკეთი | 1 | 2 | 1 | 4 | |
53 | ავსტრია | 1 | 1 | 5 | 7 | |
56 | პორტუგალია | 1 | 1 | 2 | 4 | |
59 | ესტონეთი | 1 | 0 | 1 | 2 | |
59 | ლატვია | 1 | 0 | 1 | 2 | |
67 | აზერბაიჯანი | 0 | 3 | 4 | 7 | |
69 | სომხეთი | 0 | 2 | 2 | 4 | |
77 | ლიეტუვა | 0 | 1 | 0 | 1 | |
83 | ყაზახეთი | 0 | 0 | 8 | 8 | |
84 | მექსიკა | 0 | 0 | 4 | 4 |
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რა საჩუქარი დატოვეს ლევან კბილაშვილის საფლავზე-„დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა. „არ ვიცი...
ილია სულამანიძე ევროპოს ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან...
ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ნანიკო ხაზარძემ სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ დაწერა. „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს,...
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino...