მამუკა წოწერია აგვისტოს ომზე: საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად მოვახდენთ დეოკუპაციას, ჩვენი გმირების ბრძოლა კი ნამდვილად არ ჩაივლის უშედეგოდ

Read Time:39 Second

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მოუშუშებელი ტკივილის და ტრაგედიის თარიღი, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მას შეეწირა ჩვენი მებრძოლები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენმა მუნიციპალიტეტმა დაკარგა ოთხი ახალგაზრდა კაპრალი: დავით ჯიქია, ბადრი ბერანძე, კობა სერგია და სერგო გოროზია, მე მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო და მადლობა გადავუხადო საქართველოსთვის შეწირულებს ჩვენი ქვეყნის თავგანწირვისა და უზომო სიყვარულისთვის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ მათი ბრძოლა დასრულდება შედეგით და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად მოვახდენთ დეოკუპაციას. კიდევ ერთხელ დიდება დაღუპულთა სულებს და მათი ბრძოლა ნამდვილად არ ჩაივლის უშედეგოდ“ – განაცხადა მამუკა წოიწერიამ.

მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მერობის კანდიდატმა ომში დაღუპული მებრძოლების ბადრი ბერანძის და დავით ჯიქიას საფლავები გვირგვინით შეამკო და მათი ოჯახის წევრებს გმირი შვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახების წინაშე
Next post ტოკიო 2020-ის სტატისტიკა | საქართველო ევროპის ოცეულშია, პოსტსაბჭოეთში – მესამე და გრანდებს გადაასწრო