ირაკლი ღარიბაშვილი: ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახების წინაშე

Read Time:32 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს. ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახების წინაშე. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა გმირულად გასწირეს თავები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად. ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა. კიდევ ერთხელ გვახსენდება, თუ რაოდენ დიდია ტკივილი. მოუშუშებელია იარა, რომელიც აგვისტოს ომმა ყველას, ჩვენს ხალხსა და ქვეყანას მოგვაყენა. აგვისტოს ომის შემდეგ, გამოუსწორებელი შედეგები დადგა – ქვეყანაში ოკუპაცია დაკანონდა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2 232-ს შეადგინა, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა – საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები
Next post მამუკა წოწერია აგვისტოს ომზე: საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად მოვახდენთ დეოკუპაციას, ჩვენი გმირების ბრძოლა კი ნამდვილად არ ჩაივლის უშედეგოდ