ეკატერინე ტიკარაძე: დღეს ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც შეიძლება ვერ გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული

Read Time:55 Second

მინდა დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, მინდა ასევე ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს – ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ გორში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა არსებული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამედიცინო სექტორი მძიმე ვითარებაშია.

„აუცილებელი არის, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია და მე ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაში, ალბათ დამერწმუნებით, რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ თითოეული ჩვენი გვერდში მდგომი, ჩვენი მეზობლის, ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, შეიძლება ვიყავი ზედმეტად ემოციური, რაც მე არ მახასიათებს და ალბათ ყველა აკვირდებით, რომ წელიწადნახევარია ჩემგან მსგავსი აღელვება საზოგადოებას არ უნახავს, მაგრამ დღეს ჩვენ მართლაც ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც შეიძლება მე ვერ შევძლო გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული“, – განაცხადა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტოკიო 2020-ის სტატისტიკა | საქართველო ევროპის ოცეულშია, პოსტსაბჭოეთში – მესამე და გრანდებს გადაასწრო
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა