ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა

Read Time:42 Second

დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავიტაროთ აცრა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი, მას შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობაც დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობასა და მეცნიერებს შეუძლიათ შესთავაზონ მოსახლეობას, არის აცრა. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია. ჩვენ და მსოფლიომ გამოვცადეთ ყველაფერი – მათ შორის ლოკდაუნები, მკაცრი ლოკდაუნები, სრული ჩაკეტვები და ა.შ., რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ზიანი, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დარჩა უმუშევარი და რეალურად დაინგრა ეკონომიკები. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ. შეიძლება დროებით გავწელოთ პროცესი, მაგრამ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინითა და აცრებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: დღეს ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც შეიძლება ვერ გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული
Next post კახა კალაძე – ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად