კომუნიკაციების კომისიის მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რასტო კუზელმა გადაამზადა
კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. კომუნიკაციების კომისიის მონიტორები ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რასტო კუზელმა გადაამზადა. ექსპერტმა კომუნიკაციების კომისიის მონიტორებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვისებრივი მედიამონიტორინგის განხორციელების თავისებურებები და სპეციფიკა გააცნო. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებმა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად გაიღრმავეს ცოდნა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ჩატარებაში.
ტრენინგების მიზანია, კომუნიკაციების კომისიამ ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიშებით, საზოგადებას რაოდენობრივთან ერთად, კონკრეტულ მაუწყებლებთან მიმართებით ხარისხობრივი და თვისებრივი კვლევის კვალიფიციური მედიამონიტორინგის შედეგები მიაწოდოს.
კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 24 საათიან რეჟიმში, 50-მდე საერთო ავტორიზაციის მქონე მაუწყებელს გაუწევს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება.
მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...
ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
წუხელ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მალევე, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მსახიობი თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის....
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მეტროსადგურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ...
მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა – კახური ტრადიციული მეღვინეობა ჯგუფის დამფუძნებელი
კახური ტრადიციული მეღვინეობა „KTW” ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც...
დემოკრატიის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი გამჭვირვალობაა, რომლის გარეშეც ამ სისტემის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა – ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი
მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს. რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომელიც არნახული გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. ასეთ...
საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საზოგადოებას სიტყვით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს
დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება,...