8 წლის აუტისტი გოგონას გამაოგნებელი განმარტებები ცხოვრებაზე

Read Time:1 Minute, 31 Second

გაიცანით, 8 წლის აუტისტი გოგონა, სონია შატალოვა. მას სიტყვების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს.

აფრიკელი – ღამის საუკეთესო მზვერავი.

ქარი – ჰაერი, რომელსაც არ უყვარს მოსვენება.

ვერლიბრი – ლექსი, რომელიც არ ექვემდებარება ლექსთწყობის კანონებს და ამის გამო ის ცუდად არ არის.

ცოდვა – სულიერი კარმა, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს.

ბავშვობა – ბედის აისი ადამიანის ცხოვრებაში.

სული – ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ან ღმერთი ავსებს, ან სატანა.

ცხოვრება – ღვთის წყალობა მის მიერ შექმნილ სამყაროში.

ნაცნობობა – სხვადასხვა სამყაროს შეხვედრა.

იმპროვიზაცია – წარმოსახვითი თამაში სიტყვებით, ხმებით, ფერებით… იმისათვის, რომ უცებ გამოვიდეს რაღაც ახალი.

წიგნი – ნივთი, რომელშიც შეიძლება შევინახოთ ცოდნა და ადამიანების გრძნობები.

ცხენი – დიდი, თბილი, ოთხფეხა ბედნიერება.

სიბრძნე – ზღვარი ცოტასა და ბევრს შორის.

მუზეუმი – დაკონსერვებული დრო.

მუსიკა – ღმერთის სიმღერა ადამიანის აღქმაში – ბგერებისა და ემოციების ჰარმონიული შეთანხმება.

აზრი – სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალა.

მეცნიერება – ცოდნის სისტემა, სადაც ადგილი არ აქვს რწმენას.

ღამე – შავი ქოლგა ვარსკვლავებით.

დასვენება – მუშაობა სიამოვნებით.

გადალახვა – სულის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც გონება და სხეული ყველანაირ დაბრკოლებას დაძლევს.

თავგადასავალი – ისეთი საოცარი მოვლენა, რომელიც გცვლის შენ და შენს სამყაროს.

ჩიტი – ღმერთის განსხეულებული აზრი სიმღერასა და ფრენაზე.

როლი – ეს არის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ თამაშში.

რომანტიკა – განწყობა, როცა ჩვეულებრივში საოცრებას ხედავ.

ზღაპარი – სულისგან გამოგონილი ცხოვრება, სადაც რეალურობა ზედმეტია.

სიცილი – სევდიანი სულის ექიმი.

ძაღლი – ერთგულებისა და მორჩილების მყეფარე განსახიერება.

შეჯიბრება – ეს არის რაღაცის ერთობლივად კეთება იმ მიზნით, რომ გაიგო, ვინ არის უკეთესი.

მაგიდა – მოედანი, რომელზეც ვითარდება თეფშების და მასზე მოთავსებული საჭმლის ცხოვრება.

სირცხვილი – ცეცხლი, რომელიც ადამიანის სულისგან ცოდვას აფრქვევს.

შიში – მუხრუჭი მოქმედებისას.

სიამოვნება – როცა ცუდ ხასიათზე მყოფი ბევრი სტუმარი ქმნის საოცრებებს.

ქარიშხალი – ჭკუიდან შეშლილი ქარი.

ყური – ცოცხალ არსებებში ხმების ხაფანგი.

ფანტაზია – სულის არსებობის გასალამაზებელი ქსოვილი.

ფოტოგრაფია – დაკონსერვებული სახე.

ადამიანი – ისეთი ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს გონება, მეტყველება, მოხერხებული ხელები და იმის უნარი, გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი.

კაცობრიობა – ეს არის ყველა ადამიანი ერთად, თუ მას განვიხილავთ როგორც ერთ დიდ მთლიანობას.

თავის ქალა – ძვლის პატარა ყუთი, რომლის ჩონჩხშიც მთელი სამყაროა მოთავსებული.

ბუშტი – კუბი კუთხეებისა და ნეკნების გარეშე.

4motivi.com

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 6 წლის აუტისტი ბიჭუნას დაბადების დღეზე დაპატიჟებული 16 სტუმრიდან არავინ მივიდა, დედამ კი ფეისბუქზე რაღაც დაპოსტა, შემდეგ რაც მოხდა თავად ნახეთ…
Next post თბილისში აუტიზმის ცენტრი აშენდება