თბილისში აუტიზმის ცენტრი აშენდება

Read Time:42 Second

დედაქალაქის მერი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

თბილისის მერიის ცნობით, კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, პროექტის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ფონდს პროექტის განსახორციელებლად ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა.

„დედაქალაქის მერიამ 2015 წლიდან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დაფინანსება დაიწყო. დღეს ეს დაფინანსება შვიდჯერ არის გაზრდილი და დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარს უთანაბრდება. ამ ეტაპზე, 951 ბენეფიციარი გვყავს, თუმცა პრობლემები დღესაც არსებობს. მაგალითად, 16 წლის ზემოთ ასაკის ახალგაზრდებისთვის არ არსებობს სერვისცენტრები. ამ პროექტით კი შევძლებთ, აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები მოვაგვაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპლექსის მნიშვნელოვან მიმართულებას სოციალური საწარმოების კომპონენტი წარმოადგენს, რაც აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდ და ზრდასრულ ადამიანებს საშუალებას მისცემს, სამუშაო უნარ-ჩვევები შეიძინონ, დასაქმდნენ და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ.  ცენტრის კონცეფცია მოიცავს ასევე, ინკლუზიურ კომპონენტს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 8 წლის აუტისტი გოგონას გამაოგნებელი განმარტებები ცხოვრებაზე
Next post შეწყვიტეთ დედაჩემის ლანძღვა და ბინძური ინფორმაციების გავრცელება – ანუკი ძირკველიშვილი