კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

Read Time:47 Second

მარინა ეზუგბაია

შვიდი ახალი პაციენტიდან ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთზე გრძელდება ეპიდკვლევა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 82-ია. ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ახალი შემთხვევების რაოდენობას.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 213 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
Next post დავით ზალკალიანი: საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავი ზღვის რეგიონისთვის ტრანსფორმაციული ძალის როლს შეასრულებს