ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას – აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს

ჩვენთვის, საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

რატი ბრეგაძე სააკაშვილის სასჯელზე: ,, ეს ადამიანი განაჩენის გარეშე ჩვენთან არ არის. გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ვალდებული ვართ, რომ ეს აღვასრულოთ. ნებისმიერ ფასად ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აღვასრულებთ“

„რაიმე სახის ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს მისი გათავისუფლებისთვის არ გააჩნია. სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ეს ადამიანი განაჩენის გარეშე ჩვენთან არ არის. ჩვენ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ვალდებული ვართ, რომ ეს აღვასრულოთ. ნებისმიერ ფასად ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აღვასრულებთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში. „იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ ნებისმიერ ფასად შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული წნეხის მცდელობები  როგორც უშუალოდ თანამშრომლებზე, ისე ყოველდღიურად წარმოებს ისტერიული კამპანია, რომ თითქოსდა ამ ადამიანს აწამებენ და რომ ის უსამართლობის მსხვერპლია. მაგრამ ის იხდის სასჯელს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ის მოიხდის სასჯელს, სანამ არ იქნება სხვა სახის გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონით გათვალისწინებული“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია. „ჩვენ ვაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც ავირჩიეთ. მისი, როგორც პატიმრის, ყველა უფლება არის აბსოლუტურად დაცული. ამის შესახებ ვერცერთ პრეტენზიას ვერავინ წარმოადგენს. ჩვენთვის ნებისმიერ დროს ამოსავალი წერტილი არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამის უზრუნველსაყოფად ჩვენი მხრივ კეთდება ყველაფერი და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იქნეს სრულად დაცული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თამარ ჩიბურდანიძე: ახლო მომავალში პოლიტიკური დატვირთვის ცენტრი ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოინაცვლებს და შესაძლოა ეს ეპიცენტრი საქართველო აღმოჩნდეს

„ხალხის ძალის“ წევრი, პოლიტოლოგი თამარ ჩიბურდანიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანალიზს აკეთებს, სადაც ხაზს უსვამს საქართველოს როლს ახალ გლობალურ პროცესებში და აცხადებს, რომ მოსალოდნელ მრავალპოლუსიან...

ილია დარჩიაშვილი – ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში ყველაზე თავისუფალი მედიაა და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბევრი კრიტიკული მედია არსებობს ქვეყანაში

საქართველოში მედიათავისუფლება რომ დავინახოთ და შევაფასოთ, ეს შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, ძალიან ბევრი კრიტიკული მედია არსებობს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია...

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას – აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს

ჩვენთვის, საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

რატი ბრეგაძე: არა თუ კლინიკა „ვივამედში“, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მიმართავს მიზანდასახულად თვითდაზიანებას იმ მიზნით, რომ ამ ფორმით მოეპოვებინა თავისუფლება

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის პირველი დღიდან არ ემორჩილება მკურნალობას. რატი ბრეგაძე მოუწოდებს პატიმარ...