რატი ბრეგაძე სააკაშვილის სასჯელზე: ,, ეს ადამიანი განაჩენის გარეშე ჩვენთან არ არის. გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ვალდებული ვართ, რომ ეს აღვასრულოთ. ნებისმიერ ფასად ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აღვასრულებთ“

Read Time:56 Second

„რაიმე სახის ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს მისი გათავისუფლებისთვის არ გააჩნია. სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. ეს ადამიანი განაჩენის გარეშე ჩვენთან არ არის. ჩვენ გვაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ვალდებული ვართ, რომ ეს აღვასრულოთ. ნებისმიერ ფასად ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აღვასრულებთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

„იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენ ნებისმიერ ფასად შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული წნეხის მცდელობები  როგორც უშუალოდ თანამშრომლებზე, ისე ყოველდღიურად წარმოებს ისტერიული კამპანია, რომ თითქოსდა ამ ადამიანს აწამებენ და რომ ის უსამართლობის მსხვერპლია. მაგრამ ის იხდის სასჯელს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ის მოიხდის სასჯელს, სანამ არ იქნება სხვა სახის გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონით გათვალისწინებული“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პატიმარ სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია.

„ჩვენ ვაგრძელებთ იმ კურსს, რომელიც ავირჩიეთ. მისი, როგორც პატიმრის, ყველა უფლება არის აბსოლუტურად დაცული. ამის შესახებ ვერცერთ პრეტენზიას ვერავინ წარმოადგენს. ჩვენთვის ნებისმიერ დროს ამოსავალი წერტილი არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამის უზრუნველსაყოფად ჩვენი მხრივ კეთდება ყველაფერი და მომავალშიც ასე გაგრძელდება, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება იქნეს სრულად დაცული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძე: ახლო მომავალში პოლიტიკური დატვირთვის ცენტრი ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით გადმოინაცვლებს და შესაძლოა ეს ეპიცენტრი საქართველო აღმოჩნდეს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას – აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს