რატი ბრეგაძე: არა თუ კლინიკა „ვივამედში“, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მიმართავს მიზანდასახულად თვითდაზიანებას იმ მიზნით, რომ ამ ფორმით მოეპოვებინა თავისუფლება

Read Time:1 Minute, 6 Second

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის პირველი დღიდან არ ემორჩილება მკურნალობას. რატი ბრეგაძე მოუწოდებს პატიმარ სააკაშვილის ოჯახს და მხარდამჭერებს, დაასრულონ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება.

„არა თუ კლინიკა „ვივამედში“, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მიმართავს მიზანდასახულად თვითდაზიანებას. ეს არახალია.  შიმშილობა, მკურნალობისადმი  დაუმორჩილებლობა უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდგომ გორში გადაყვანა, იქიდან დაბრუნების მერე ისევ ეს მცირეეპიზოდიანი შიმშილობები, შერჩევითი მკურნალობა, მედიკამენტების შერჩევითად მიღება – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა ჯანმრთელობის დაზიანებას იმ მიზნით, რომ ამ ფორმით მათ მოეპოვებინათ თავისუფლება. თუმცა, შემდგომ გაიმართა სასამართლო პროცესი და როგორც საზოგადოებამ იხილა – არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, უნდა მოეფიქრებინათ რაიმე ახალი სქემა, რათა თემა კვლავ  წამოწეულიყო და მომხდარიყო ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღების კიდევ უფრო მეტად აქტიურად მიქცევა. შესაბამისად, ამ ადამიანმა გააგრძელა ისევ თვითდაზიანების რეჟიმი. როგორც საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, მას აქვს დანიშნული მკურნალობა და ის ამ მკურნალობას არ ემორჩილება. ამის შესახებ საუბრობდნენ ეს ექიმები და ამის შესახებ ჩვენც მრავალჯერ გვისაუბრია, მოგვიწოდებია როგორც უშუალოდ მსჯავრდებულისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის, მომხრეებისთვისაც… თავი რომ დავანებოთ ამ საკითხის პოლიტიზებას, საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და დროა, თქვენც მოუწოდოთ მას, რომ დაემორჩილოს მკურნალობას და, შესაბამისად, იყოს ჯანმრთელი. თუმცა, მათი მხრიდან ხორციელდება სრულიად საპირისპირო და მიზანმიმართულად ცდილობენ, რაც შეიძლება გააუარესონ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არ ტოვებს არცერთ შანსს იმისას, რომ არ გამოიყენოს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პატიმრობა იმისთვის, რომ რაიმე ფორმით მოახდინოს საკუთარი რეინკარნაცია
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას – აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს