რატი იონათამიშვილი – ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, ამას არასოდეს ავყვებით

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს...

დიტო სამხარაძე: აქციაზე ხართ 10% ქართველი, 80% უკრაინელი, 5% რუსი და 5% ბელორუსი – ნაცებო, ამ ხალხით გინდათ რევოლუცია?

აქციაზე ხართ 10% ქართველი, 80% უკრაინელი, 5% რუსი და 5% ბელორუსი - ნაცებო, ამ ხალხით გინდათ რევოლუცია? - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე...

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სტანდარტებზე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან და ნარკოტიკების თაობაზე ევროკავშირის 2021-2025 წლების სტრატეგიასთან. საბჭოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დაბალანსებული და ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკის (პრევენცია, მკურნალობა/რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მიწოდება/მოთხოვნის შემცირება) მიდგომებს იზიარებს და უზრუნველყოფს 8 წლიანი ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციას. ამასთან, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარკოვითარების 2021 წლის ეროვნული ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელიც EMCDDA-ის სტანდარტით შეიმუშავა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა. იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, დაბალანსებული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება დროული რეაგირებისა და უწყვეტი ზრუნვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე - არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები.

ნატოს განცხადებით, რუსეთის მცდელობები, შეცვალოს უკრაინელი მამაცი ხალხის გადაწყვეტილება, წარუმატებელია – ერთი წლის შემდეგ უკრაინელები ვაჟკაცურად იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განცხადებას ავრცელებს. „დღეს ერთი წელი გავიდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი,აგრესიული ომის დაწყებიდან, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენს უმძიმეს...

ზურაბ ქადაგიძე კასიანოვზე: მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს – გამოიწვიეთ ჩვენი ელჩი უკრაინიდან, დაიბარეთ ეს ნაძირალა სამინისტროში და დაახვევინეთ აქედან!

ბოღმით იხრჩობა ზელენსკის მთავრობა, რომ ვერ მიაღწია სასურველს და საქართველო არ ჩაერთო ომში მეხამრიდად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს....

რუსთაველის გამზირზე აქცია „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს!“ მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე აქცია „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს!“ მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები უკრაინელები....