ზურაბ ქადაგიძე კასიანოვზე: მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს – გამოიწვიეთ ჩვენი ელჩი უკრაინიდან, დაიბარეთ ეს ნაძირალა სამინისტროში და დაახვევინეთ აქედან!

Read Time:1 Minute, 9 Second

ბოღმით იხრჩობა ზელენსკის მთავრობა, რომ ვერ მიაღწია სასურველს და საქართველო არ ჩაერთო ომში მეხამრიდად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ დახმარების ნაცვლად, რაც უკრაინამ საქართველოსგან მიიღო, პასუხად პროვოკაციებს, ცილისწამებასა და შანტაჟს აბრუნებს.

„აბა, გამოდით, ის „ძაან პრადვინუტები“, ვინც ღაღადებდით, მეორე ფრონტი მოგონილიაო. ბოღმით იხრჩობა ზელენსკის მთავრობა, რომ ვერ მიაღწია სასურველს და საქართველო არ ჩაერთო ომში მეხამრიდად. ჰოდა, უკრაინის ომის წლისთავზე, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობამ, ქართულმა საზოგადოებამ, თითოეულმა მოქალაქემ მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, ლტოლვილები მიიღო და ყველაზე ჰუმანური პირობები შესთავაზა, 100-ზე მეტი რეზოლუცია, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის (ოკუპანტის წინააღმდეგ) მოთხოვნა და უამრავი საერთაშორისო მხარდაჭერის ავტორობა თუ თანაავტორობა უზრუნველყო, ეს ნაძირალა, მაინც უკადრებელს კადრულობს!დააკვირდით ამის და ამის ნაძირალა ხელმძღვანელობის განცხადებებს, ყოველდღიურად – პროვოკაცია, ინსინუაციები, შანტაჟი, მუქარა, უაპელაციო ცილისწამება და ათასი სიბინძურე… დღეს, ომის წლისთავზე, კიდევ ერთი დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ ზელენსკისაგან, ამ ნაძირალას ხელით! არადა, ჩვენი საელჩო ალყაშემორტყმულ კიევში, ბომბების წვიმაშიც კი არ დახურულა უკრაინაში და ჩვენი ელჩი ბოლომდე თავგანწირვით ასრულებდა დიპლომატისა და ღირსეული ადამიანის მოვალეობას.ეს ნაძირალა კი, როგორც დიპლომატიურ „პრიკუპად“ მოავლინა ზელენსკიმ, ისეთივე ადამიანური „პრიკუპი“ ყოფილა. მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს: გამოიწვიეთ ჩვენი ელჩი უკრაინიდან, დაიბარეთ ეს ნაძირალა სამინისტროში და დაახვევინეთ აქედან!“. – აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ანტიუკრაინული რიტორიკით. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსთაველის გამზირზე აქცია „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს!“ მიმდინარეობს
Next post ნატოს განცხადებით, რუსეთის მცდელობები, შეცვალოს უკრაინელი მამაცი ხალხის გადაწყვეტილება, წარუმატებელია – ერთი წლის შემდეგ უკრაინელები ვაჟკაცურად იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის