რუსთაველის გამზირზე აქცია „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს!“ მიმდინარეობს

Read Time:27 Second

რუსთაველის გამზირზე აქცია „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს!“ მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები უკრაინელები. ისინი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.

შეკრებილებს მიმართა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯერჯერობით შეკრებილებისთვის არ მიუმართავთ აქციის ორგანიზატორებს – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ლიდერებს.

შეკრებილებს ასევე მიმართა ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა, სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით უნდა დაიწყოს საპროტესტო აქციები, რომელთა მიზანიც „ხელისუფლების ჩამოგდება“ იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აკია ბარბაქაძე: დღეს დასრულდა აქ „ოცნების“ მანდატი – ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს
Next post ზურაბ ქადაგიძე კასიანოვზე: მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს – გამოიწვიეთ ჩვენი ელჩი უკრაინიდან, დაიბარეთ ეს ნაძირალა სამინისტროში და დაახვევინეთ აქედან!