რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, ფარნავაზ მეფისა და მელიქიშვილის ქუჩების  მცხოვრებლებს  შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, ფარნავაზ მეფისა და მელიქიშვილის ქუჩების  მცხოვრებლებს  შეხვდნენ....

არჩილ თალაკვაძე – ძნელად წარმომიდგენია, რომ ზუგდიდი იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი

,,ყულიშკარის მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით, იყო ძალიან კარგი შეხვედრა, საზოგადოებას აქვს იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ისევ გავაგრძელოთ ის თანმიმდევრული, მშვიდობიანი განვითარების გზა, რომელსაც საქართველო ადგას და რა თქმა უნდა ჩვენც მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას და შევძლოთ კიდევ უფრო მეტი შედეგები დავდოთ ჩვენი კუთხისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანი უალტერნატივო კანდიდატია და მან კარგად იცის ის საჭიროებები რაც ამ მუნიციპალიტეტს აქვს. ,,ძნელად წარმომიდგენია, რომ თქვენნაირი საზოგადოება იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი. რატომ იქნება ის ყველაზე უკეთესი? იმიტომ რომ მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, განათლებული კაცია, პროგრესული ადამიანია, აქვს საპარლამენტო და პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, აქვს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან ახლო თანამშრომლობა, მეგობრობა და მათი სრული მხარდაჭერა, შესაბამისად ჩვენს ქალაქს, ჩვენს სოფლებს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც სწრაფად და სწორად შეუძლია საკითხების გადაწყვეტა. მერწმუნეთ, რომ ირაკლი ჩიქოვანზე ეფექტურად ამას ვერავინ გააკეთებს“ - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ. სოფელ ყულიშკარში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მიმდინარეობს წმინდა გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. დასრულდა ამბულატორიის მშენებლობა, სოფელს უკვე მეორე წელია ცენტ რალიზებული წყალმომარაგების სისტემა აქვს. ყულიშკარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება, განახლდება საბავშვო ბაღიც.

გამოცემა ფორბსი: საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს

ჟურნალი „ფორბსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი კენეტ რაპოზა, საქართველოში არსებულ სტრატეგიულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე აკეთებს აქცენტს და წერს, რომ საქართველო იქცევა...

ვინ არის დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს დავით-გარეჯთან დაკავშირებული რუკები გადასცა

დავით ხიდაშელი, რომლის სახელიც დავით-გარეჯთან დაკავშირებით გაისმა, საქართველოს მოქალაქეა და 1993 წლიდან შვეიცარიაში მუშაობს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მისი პერსონა საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ აზერბაიჯანის საგარეო...

იოსებ ხახალეიშვილი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა იყო და არის ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს (ჯეო ჰოსპიტლის) მედპერსონალს შეხვდნენ. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა გახდა. ამ პრიორიტეტის განხორციელებაში  ვინ, თუ არა თქვენ - მედიცინის დარგის სპეციალისტები ხართ წამყვანი მნიშვნელობის ადამიანები. განსაკუთრებით გამოიკვეთა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მნიშვნელობა "კოვიდ 19"-ის პანდემიის პირობებში, როცა ვირუსთან ბრძოლაში თითოეული თქვენგანი ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ ექიმს, ექთანს, სანიტარს, დაწესებულების ადმინისტრაციას, რომ მედგრად დგახართ  და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად აგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას. ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა, რამაც ათასობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე, ჯანმრთელობის დაცვა იყო და არის ჩვენი გუნდის  მთავარი პრიორიტეტი“, - მიმართა ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლებს იოსებ ხახალეიშვილმა.