არჩილ თალაკვაძე – ძნელად წარმომიდგენია, რომ ზუგდიდი იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი

Read Time:57 Second

,,ყულიშკარის მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად

შევხვდით, იყო ძალიან კარგი შეხვედრა,

საზოგადოებას აქვს იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ისევ

გავაგრძელოთ ის თანმიმდევრული,

მშვიდობიანი განვითარების გზა, რომელსაც საქართველო ადგას და

რა თქმა უნდა ჩვენც მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას

და შევძლოთ კიდევ უფრო მეტი შედეგები დავდოთ ჩვენი კუთხისთვის

და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანი უალტერნატივო

კანდიდატია და მან კარგად იცის ის საჭიროებები რაც ამ მუნიციპალიტეტს აქვს.

,,ძნელად წარმომიდგენია, რომ თქვენნაირი საზოგადოება იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ,

გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი. რატომ იქნება ის ყველაზე უკეთესი?

იმიტომ რომ მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, განათლებული კაცია, პროგრესული ადამიანია,

აქვს საპარლამენტო და პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა, აქვს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრთან ახლო თანამშრომლობა, მეგობრობა და მათი სრული მხარდაჭერა, შესაბამისად ჩვენს ქალაქს,

ჩვენს სოფლებს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც სწრაფად და სწორად შეუძლია საკითხების გადაწყვეტა.

მერწმუნეთ, რომ ირაკლი ჩიქოვანზე ეფექტურად ამას ვერავინ გააკეთებს“ – განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.

სოფელ ყულიშკარში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მიმდინარეობს წმინდა

გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. დასრულდა ამბულატორიის მშენებლობა, სოფელს უკვე

მეორე წელია ცენტ

რალიზებული წყალმომარაგების სისტემა აქვს. ყულიშკარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია

უახლოეს პერიოდში დაიწყება, განახლდება საბავშვო ბაღიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გამოცემა ფორბსი: საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს
Next post რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, ფარნავაზ მეფისა და მელიქიშვილის ქუჩების  მცხოვრებლებს  შეხვდნენ