გამოცემა ფორბსი: საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს

Read Time:33 Second

ჟურნალი „ფორბსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი კენეტ რაპოზა, საქართველოში არსებულ სტრატეგიულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე აკეთებს აქცენტს და წერს, რომ საქართველო იქცევა მონაცემთა გაცვლის გლობალური მნიშვნელობის ცენტრად, რომელიც ახალი მარშრუტებით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას, აზიასა და შუა აღმოსავლეთს.   სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინმა“  ხელისუფლების წინასწარი თანხმობის გარეშე მიჰყიდა თავისი აქციების 49% აზერბაიჯანულ კომპანიას. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ „შემდეგ ეს შეთანხმება ჩავარდა“.

„საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს. საქართველოს მიზნებშია თავისი სტრატეგიული წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების გამოყენება ევროპასა და შუა აღმოსავლეთს შორის დერეფნის შესაქმნელად, რათა სამხრეთ კავკასია გახდეს მონაცემთა უსაფრთხო და სანდო მატარებელი“,- წერს გამოცემა ფორბსი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვინ არის დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს დავით-გარეჯთან დაკავშირებული რუკები გადასცა
Next post არჩილ თალაკვაძე – ძნელად წარმომიდგენია, რომ ზუგდიდი იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი