ვინ არის დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს დავით-გარეჯთან დაკავშირებული რუკები გადასცა

Read Time:1 Minute, 7 Second

დავით ხიდაშელი, რომლის სახელიც დავით-გარეჯთან დაკავშირებით გაისმა, საქართველოს მოქალაქეა და 1993 წლიდან შვეიცარიაში მუშაობს.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მისი პერსონა საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტისას დავით ზალკალიანის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემული მასალა იმ რუკებსაც მოიცავდა, რომელიც დავით ხიდაშელის მონაწილეობით არის მოძიებული და რომელიც სადავო ტერიტორიის კუთვნილების შესახებ უფრო მეტ სიცხადეს აჩენს.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით ხიდაშელი 30 წელია ტექნოლოგიურ სფეროში საქმიანობს და ევროკავშირის და მსოფლიოს 40 ქვეყანაში მრავალფეროვან ბიზნეს პროექტებს ხელმძღვანელობს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით. თუმცა კარტოგრაფია მისი პროფესიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ორგანიზაცია, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს, ასობით ათას რუკას ფლობს და წვდომა აქვს მრავალ კარტოგრაფიულ და ანალიტიკურ მასალაზე.

შესაბამისად, მას ხელი მიუწვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კლასიფიკაციის თუ დანიშნულების რუკებზე. ესაა შვეიცარიაში მდებარე პლანეტარული მონიტორინგისა და მიწისძვრის რისკის შემცირების მსოფლიო სააგენტო. ხიდაშელი მისი დირექტორია. გარკვეულ პერიოდში დავით ხიდაშელი სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტს საქართველოშიც ახორციელებდა და მრავალ ასეულ ადამიანს ასაქმებდა.

ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით ხიდაშელმა პანდემიისას „სტოპკოვ ფონდისთვის“ მილიონ 200 ათასი ლარი გაიღო. ის საქართველოს გარდა არასდროს ყოფილა არც ერთი ქვეყნის მოქალაქე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა იყო და არის ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი
Next post გამოცემა ფორბსი: საქართველოს სურს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს