2017 წლის საგანგაშო სტატისტიკა

Read Time:27 Second

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა ხანძრის 10 951 შემთხვევა.

ამასთან, 16%-ით გაიზარდა ხანძრების შედეგად განადგურებული შენობა-ნაგებობების რაოდენობა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა 543 შენობა, 2016 წელს კი – 468.

2017 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა, რაც 61,2%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ხანძრების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. ხანძრის შედეგად ტრავმა 2016 წელს მიიღო 249 ადამიანმა, 2017 წელს – 244-მა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გარკვეულ პროფესიებზე სწავლების ხანგრძლივობა შესაძლოა შემცირდეს
Next post ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი დაგმო