15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“ – საპატრიარქო
საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებით, ყოველ კვირა დღეს, 12:00 საათზე, ყველა ტაძარში ზარები დაირეკება. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 საათზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე“, ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები.
ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – „ზესთამბრძოლისა ჩემისათვის“, რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“
ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი, ამინ!“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
კახეთს კვლავ სტიქია უტევს – სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ამჯერად საგარეჯო დააზარალა
დაისეტყვა რვა სოფელი, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები, წყალი შევარდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეჯოს...
ილია მეორე – ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით, იმედი ჩვენი თანამგზავრი უნდა იყოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში წირვა აღასრულა. სიონში ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წირვას დაესწრო. ილია...
25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში აღევლინება. ქართულმა ეკლესიამ...
დეკანოზი შალვა კეკელია-მეუღლესთან რომ იკამათებ, შენს მშობელთანაც კი არ მოჰყვე ზოგჯერ, ის მშობელია და პრობლემა ექნება შენს მეუღლესთან
დეკანოზმა შალვა კეკელიამ მეუღლეებს შორის კონფლიქტისა და დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად აუცილებელია მეუღლეებმა დათმობა ისწავლონ: „ოჯახში...
ილია მეორე ეპისკოპოს დიმიტრიზე: 46 წლისა წავიდა ჩვენგან და, მიუხედავად ახალგაზრდობისა, შეძლო სერიოზული კვალი დაეტოვებინა საქართველოს ეკლესიის იტორიაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსის, დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების გამო. იგი 46...
ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
ხორნაბუჯის ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი დიმიტრი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. “გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე). ▪️ მეუფე დიმიტრის...