პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილ სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფს მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს

Read Time:30 Second

პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია ქვეყანაში სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდნენ მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

შეხვედრას ესწრებოდა ბიზნესომბუდსმენი, სამინისტროში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, მსხვილი სასურსათო ქსელების წარმომადგენლები, იმპორტიორები და დისტრიბუტორი კომპანიის წევრები.

შეხვედრის შემდეგ მინისტრი „აგროჰაბში“ ვითარების გასაცნობად იმყოფებოდა, სადაც სუპერმარკეტის ქსელის ხელმძღვანელისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა, პირველადი მოხმარების სურსათის მარაგების მხრივ ქსელში პრობლემები არა აქვთ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალავერდის მიტროპოლიტი – სიფრთხილის დაცვა ღვთისთვის მოსაწონია, სიფრთხილეზე უგუნური თავმოწონებით უარის თქმა, კიდევ უფრო დამამძიმებელია
Next post 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“ – საპატრიარქო