ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი – კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა

Read Time:41 Second

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ტედროს ღებრეიესუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა დაიწყო, რომლის მთავარი ამოცანაა დაადგინოს, თუ რომელი მკურნალობის მეთოდია ყველაზე ეფექტური.

ღებრეიესუსის თქმით, მთელი მსოფლიოდან შეკრებილი მკვლევარები ექსპერიმენტულ თერაპიებს სისტემატურად აფასებენ.

„ჩვენ ამას „სოლიდარობის გამოცდას“ ვუწოდებთ, რომელიც გამარტივებულ პროცედურებს ითვალისწინებს, რომ გადატვირთულმა საავადმყოფოებმაც კი მიიღონ მონაწილეობა. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაადასტურა, რომ ისინი შეუერთდებიან „სოლიდარობის გამოცდას“ – არგენტინა, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, ირანი, ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვეიცარია და ტაილანდი – და მე მჯერა, რომ კიდევ ბევრი იქნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ მოუწოდებს ქვეყნებს განახორციელონ ყოვლისმომცველი მიდგომა, რომ შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება. ეს მიდგომა ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას და ყიდულობს დროს, ვაქცინის შემუშავებისთვის და მკურნალობისთვის. ეს კორონავირუსი წარმოადგენს უპრეცედენტო საფრთხეს. მაგრამ ეს არის ასევე უპრეცედენტო შესაძლებლობა, რომ გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა ბურჭულაძის შვილი აცხადებს, რომ მისი ოფისის თანამშრომელმა კორონოვირუსზე რამდენიმე ცრუ შეტყობინება ხუმრობით გააგზავნა
Next post თენგიზ ცერცვაძე – გამოცდას გადის ხუთი-ექვსი მედიკამენტი და ზოგიერთი მათგანის წინასწარი მონაცემები დამაიმედებელია