თენგიზ ცერცვაძე – გამოცდას გადის ხუთი-ექვსი მედიკამენტი და ზოგიერთი მათგანის წინასწარი მონაცემები დამაიმედებელია

Read Time:42 Second

გამოცდას გადის ხუთი-ექვსი მედიკამენტი და ზოგიერთი მათგანის წინასწარი მონაცემები დამაიმედებელია, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.

„ცალკეული ექსპერტთა ჯგუფები ან ცალკეული მკვლევრები მიიჩნევენ, რომ თუ ეს მედიკამენტები კორონავირუსს ასე პირდაპირ არ განკურნავს, ყოველ შემთხვევაში, მის მიმდინარეობას ამსუბუქებს და ლეტალურ გამოსავლებს ამცირებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველო უკვე იყენებს მედიკამენტებს, რომლებიც გამოცდას გადიოდა ჩინეთში, იტალიაში, აშშ და სხვაგან.

„შეიძლება ითქვას, ამ ხუთი, ექვსი თუ შვიდი მედიკამენტიდან, რომლებიც გამოცდას გადიოდა ჩინეთში, იტალიაში, აშშ და სხვაგან, ერთის გარდა ყველა გვაქვს და უკვე ვიყენებთ. რაც შეეხება იმ ერთ მედიკამენტს, ის არც ერთ ქვეყანაში არ არის გაყიდვაში. იმიტომ, რომ ის არ იყო სხვა დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული. ის ებოლას სამკურნალოდ იყო შექმნილი. ამ მედიკამენტმა ებოლას დროს ვერ იმუშავა, მაგრამ ახლა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კორონავირუსზე იმუშაოს. ქვეყნის ხელმძღვანელობა ზომებს ახორციელებს ამ ჩვენთან არარსებული ერთადერთი მედიკამენტის მისაღებადაც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი – კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა
Next post დღეს, გიორგი გახარიას დაბადების დღეა!