პაატა ბურჭულაძის შვილი აცხადებს, რომ მისი ოფისის თანამშრომელმა კორონოვირუსზე რამდენიმე ცრუ შეტყობინება ხუმრობით გააგზავნა

Read Time:39 Second

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომელმა გარკვეული სმს-ები რამდენიმე მეგობართან ხუმრობით გაგზავნა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მის ოფისში განუცხადა, სადაც ამ დროისთვის ჩხრეკა მიმდინარეობს.

ჩხრეკა კორონავირუსის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

„ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო ესემესების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაცა სხვა კომპანიიდან მოხდა რაღაც რაოდენობის  ცრუ ესემესების დაგზავნა. დაემთხვა ისე, რომ მთავრობის ესემესების დაგზანის შემდგომ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა თავის ოჯახის წევრებს, დედას დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი ესემესი.  რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა, გამოჩნდა ჩვენი ექვსი ესემესი. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა ესემესები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“,- აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ექიმების მხარდასაჭერად საქართველოში „მადლიერების ტაში“ გაიმართა
Next post ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი – კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის გამოცდა დაიწყო, რაც წარმოუდგენელი მიღწევაა