ჯამბულატ ხოფერია სამხედრო პატივით, ლანჩხუთის სოფელ გვიმბალაურში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

Read Time:20 Second

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულატ ხოფერია სამხედრო პატივით, ლანჩხუთის სოფელ გვიმბალაურში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

დღეს დილიდან მის სახლთან იკრიბებოდნენ ხოფერიას ახლობლები და ნათესავები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

25 წლის ჯამბულატ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გაემგზავრა და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. არსებული ცნობით, ის საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში 1 დეკემბერს გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულ აგრესიას 33 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ამილახვარი: მაღალი დონის შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილი არავის უხსენებია
Next post თეა წულუკიანი – ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო 10 წლის მანძილზე, გიგანტური ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების გზაზე