ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს-ანა ლაშხელი ონიანი – ჩანახატებიდან
,,მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია. დილას 5 საათზე ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ დაძინებულს, ჩემ გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს. ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს, ქუჩებს და ზოგადად დედამიწას, სანამდეც თვალი მიმიწვდება ყველას გამარჯობას ვეუბნები.
ადამიანებს ყველას ჩვენ ჩევენი საქმე გვაქვს, ისინი დადიან და ნაგავს ყრიან, მე ამ ნაგავს ვაგროვებ, ურნაში ვყრი და თან გულში მეღიმება, არასოდეს არ დაყრის მენაგვის შვილი ძირს ნაგავს, შვილს გეფიცებით. ხეები დგანან და ბოდიშს მიხდიან თავდახრილები, რა მათი ბრალია სიბერეში ხელიდან რომ უვარდებათ ყველაფერი, მიპატიებია, ერთადერთი ხეებისთვის მიპატიებია ეს ფოთოლცვენა…
ქუჩაში ძაღლადაც არავინ მაგდებს, მეზობელმა რომ ჩამიაროს, არაფრით გამარჯობას არ იტყვის, ზოგს ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმელი აშინებს, ზოგს ჩემი ბინძური ცოცხი, ზოგს წვერი, ამ წვერის გამო კი ჩემმა ხუთი წლის შვილმა თოვლის ბაბუასავით მამიკო შემარქვა… ვაგროვებ ნაგავს და ვფიქრობ ლოგინში დატოვებულ შვილზე, მოხუც დედაზე და ცხრა საათზე, მოასწრეს თუ არა ბაღისთვის მომზადება. წესით მენაგვის შვილები არ უნდა იგვიანებდნენ ბაღში და სკოლაში… ვისაც არ უნდა შეხედო ყველას სიბრალულის ან ზიზღის გამოხატვა შეუძლია ჩემს მიმართ, სითბოს ვერავის შენიშნავ თვალებში, მარტო ქუჩის ძაღლები მილოკავენ ჩექმებს, ისიც სანაგვეზე გადაგდებული საკბილო თუ გავუწილადე…
მე მეეზოვე ვარ… მეეზოვეს ქართულად მენაგვეს უძახიან და ნაგავის სუნი ასდის… მე კიდევ ხუთი წლის წინ სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია და მე ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს რომ ადამიანებს შვილის გადაგდებაც შეუძლიათ სანაგვეზე…” ანა ლაშხელი ონიანი – ჩანახატებიდან.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს კოლეგებთან საერთო ენის პოვნას და საქმიანი ურთიერთობის...
იუსტიციის სახლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გრძელდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთდროულად, 14 იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მასშტაბური მშენებლობების დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება. სახელმწიფო...
მამუკა ხაზარაძე: ბიძინა! მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი
სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:...
„სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია…“ -ტრაგედია ქედაში
ავარიას დოლოგანში 21 წლის ლაშა ხალვაში ემსხვერპლა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე წერს. „გლოვობს ჩემი ბათუმი, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. ეს...
“ფორმულა” გადაცემების ნაწილს ხურავს
ტელეკომპანია "ფორმულა" გადაცემების ნაწილს ხურავს. ამის შესახებ ტელეარხმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კონტრაქტები შეწყდება თანამშრომელთა ნაწილთანაც, საუბარია ათეულობით ადამიანზე. "ჩვენი მაუწყებლობა...
„არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ – ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს
ირმა ინაშვილი უარყოფს საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მატრონას ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე მისი სახეა გამოსახული. პოლიტიკოსი ამასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:...