„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება

Read Time:58 Second

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ.

შეხვედრაზე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.

„დღეს იქნება მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე, ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის წამოჭრილი დღის წესრიგში.

მე არ მოვაწერე ხელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მხარს ვუჭერ დღეს მოქმედ შერეულ სისტემას. პლებისცისტთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა, როგორც იყო გაცხადებული და დღესაც ამ საკითხს შევეხებით. დისკუსიის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას პლებისციტის შესახებ.

სრულად მაჟორიტარული სისტემა დღეისათვის დღის წესრიგში არ დგას. მე ვფიქრობ, დღეს ამაზეც იქნება მსჯელობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს შოთა ხაბარელმა სხდომის დაწყების წინ.

დეპუტატების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო საკითხებთან ერთად, კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების, ვიცე-სპიკერისა და პირველი ვიცე-სპიკერის კანდიდატურებს შეეხება. ამასთან, სავარაუდოდ ცნობილი გახდება, რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები გუშინდელ შეხვედრაზე.

უმრავლესობის სხდომამდე, გუშინ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, შეხვედრა საარჩევნო საკითხებს შეეხებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა დამატებითი დეტალები უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე „ჯენტლმენურად შეთანხმდნენ, რომ დამატებით კომენტარებს არ გააკეთებენ, ვიდრე უმრავლესობის სხდომა არ გაიმართება“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს-ანა ლაშხელი ონიანი – ჩანახატებიდან
Next post ევროპის 10 ყველაზე მოდერნისტული შენობა (+ფოტო)