ჭკვიანი ადამიანები ბევრს იგინებიან, გვიან იძინებენ და ოთახს არ ალაგებენ
თუ თქვენთვის ძალიან მოსაბეზრებელი იყო, როდესაც ბავშობაში მშობლები გაიძულებდნენ ოთახი დაგელაგებინათ, ადრე წასულიყავით დასაწოლად, ან – გსჯიდნენ ბილწსიტყვაობისთვის, ამ ყველაფერს, შესაძლოა, ძალიან სასიხარულო მიზეზი ჰქონოდა. “ინდეფენდენთის” ინფორმაციით, კვლევები აჩვენებს, რომ მოუწესრიგებლობა მაღალ ინტელექტს უკავშირდება.
ინტელექტუალები უფრო ხშირად ბილწსიტყვაობენ
ხშირად გვესმის, რომ ადამიანებს, რომლებიც იგინებიან, „მწირი ლექსიკონი აქვთ“.თუმცა არსებობს კვლევა, რომელიც ამ თეორიას აცამტვერებს. შედეგის მიხედვით, ადამიანებმა, რომლებმაც 1 წუთის მანძილზე ყველაზე მეტი უწმაწური სიტყვის თქმა მოახერხეს, IQ ტესტებშიც უფრო მაღალი შედეგი აჩვენეს.
ინტელექტუალი ადამიანები გვიან იძინებენ და გვიან იღვიძებენ
გიყვართ ლოგინში გვიანობამდე ნებივრობა? ესეც, შესაძლოა, თქვენს ინტელექტზე მეტყველებდეს. სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ „ბუები“ ინტელექტუალურ ტესტებში უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ. ბარაკ ობამა, ჩარლზ დარვინი, უინსტონ ჩერჩილი, კიტ რიჩარდსი და ელვის პრესლი ღამით უფრო ნაყოფიერად მუშაობდნენ.
დასალაგებელი სამუშაო მაგიდა
თუ ბევრს იგინებით, გვიან იღვიძებთ და ამ ყველაფერთან ერთად – სამუშაო სივრცეც მუდმივად დასალაგებელი გაქვთ, თქვენთვის კარგი ამბავია.
მინესოტას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არეული და მოუწესრიგებელი სამუშაო მაგიდა სწორედ ინტელექტის მანიშნებელი შეიძლება იყოს. თუ მუდმივად არ ცდილობთ, ყველაფერი სუფთა და მოწესრიგებული იყოს გარშემო, ეს ნიშნავს, რომ გონება სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფიქრით გაქვთ დაკავებული.
www.ambebi.ge
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რობერტ სტურუა: ქვეყანაში ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის – ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში
მე მიმაჩნია, რომ უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ. თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ...
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. „მშვიდობით „გიგილო“. ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მსახიობს ბოლო პერიოდში კიბოს მძიმე...
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება – ლევან ფხაკაძე
ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე წერილს ავრცელებს და მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს. „ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული...
გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ – ხვიჩა მაქაცარია
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს. „გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ! მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე...
დავით ევგენიძე – მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“...
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ [ფოტო]
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც...