წინა ხელისუფლების დროს აჭარაში 4 მლნ კვ/მ მიწა გასხვისდა 1 ლარად – თორნიკე რიჟვაძე

Read Time:54 Second

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქობულეთი წამყვან, წარმატებულ ტურისტულ დანიშნულებად ჩამოყალიბდეს, – განაცხადა აჭარის მტავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას. მისი განმარტებით, ქობულეთს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება დარგის ხელშეწყობისთვის.

“ჩვენი ხელისუფლების დროს ქობულეთში დაიწყო და ბიძგი მიეცა ახალ რეალურ პროექტებს. ქობულეთი გახდება საერთაშორისო ბრენდების ქალაქი.

წინა ხელისუფლების დროს, დიადი ინვესტიციების და ფასადური აღმშენებლობის სახელით 4 მილიონ კვადრატზე მეტი ტერიტორია გასხვისდა აჭარაში და დაახლოებით 1 ლარად გაიყიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთები. მათ თავი ვერ შეიკავეს და 1 ლარად გაყიდეს ჩვენი გმირი წინაპრების, იუნკერების საფლავი. თუმცა, ჩვენ ამ ყველაფერს 2012 წელს, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის  ხელმძღვანელობით, ერთხელ და სამუდამოდ დავუსვით წერტილი.
ჩვენ, ყველანი ვფიქრობთ აწმყოზე და, კიდევ უფრო მეტს მომავალზე. ვფიქრობთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. თუმცა, ამ ყველაფერს უნდა ანალიზი, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა, რომ მომავალში არავის არ მოუვიდეს აზრად მსგავსი პრაქტიკის მობრუნება.
ქობულეთს აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქობულეთი წამყვან, წარმატებულ ტურისტულ დანიშნულებად, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ქობულეთელ გლეხს, ფერმერს, როგორც ციტრუსის რეალიზაციაში, ასევე სხვა მოსავლის რეალიზაციაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გაგრძელდეს როგორც სუბსიდირების პროგრამები, ასევე მოხდეს საექსპორტო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება”, განაცხადა რიჟვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კელი დეგნანი: მოვუწოდებ ყველა პარტიასა და პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ
Next post მამუკა მდინარაძე: ტესტირება ოფისის ყველა თანამშრომელს ჩაგვიტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაგვიდასტურდა