კელი დეგნანი: მოვუწოდებ ყველა პარტიასა და პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ

Read Time:37 Second

კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს მოუწოდებს, საზოგადოებას თავიანთი პლატფორმების უკეთ გაგებაში დაეხმარონ. საქართველოში აშშ-ის ელჩის თქმით, საარჩევნო კამპანია დაწყებულია და უკვე საკმაოდ დაძაბული რიტორიკაა შესამჩნევი.

„მოვუწოდებ ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოებას უკეთ გააგებინონ, როგორია მათი პლატფორმები ისეთ სააკითხებზე, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა კოვიდ პანდემიის შემდეგ, ეს არის ის საკითხები, რომლის საფუძველზეც ამომრჩეველი უნდა წავიდეს არჩევნებზე და გააკეთოს კარგი არჩევანი საქართველოს მომავლისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

გარდა ამისა, კელი დეგნანმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, საარჩევნო რეფორმის ეფექტური და სრული განხორციელება უზრუნველყონ, რამაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ასევე ძალიან მნიშველოვანია საარჩევნო რეფორმის ეფექტური და სრული განხორციელება, რათა შეიქნას საარჩევნო გარემო, სადაც არ ხდება ამომრჩევლის დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა და საქართველოში, ოქტომბერში ჩატარდეს ნამდვილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ელჩმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა
Next post წინა ხელისუფლების დროს აჭარაში 4 მლნ კვ/მ მიწა გასხვისდა 1 ლარად – თორნიკე რიჟვაძე