მამუკა მდინარაძე: ტესტირება ოფისის ყველა თანამშრომელს ჩაგვიტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაგვიდასტურდა

Read Time:1 Minute, 9 Second
ყველა ჩვენგანი გატესტილები ვართ, უარყოფითი პასუხი გვაქვს, არ დაგვიდასტურდა ინფექცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
 
„ამ ოფისის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი, შესაბამისად, პროტოკოლის დაცვით, ვინც იყო მასთან უშუალო შემხებლობაში, ისინი გადავიდნენ კარანტინში, თვითიზოლაციაში – როგორც მიუთითებენ ეპიდემიოლოგები, ამას ჩვენ არ განვსაზღვრავთ. დანარჩენები დადიან შეზღუდულ რეჟიმში, რადგან შტაბის მუშაობა არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ უშუალო შეხებაში ვინც არ იყო და ვისზეც არის რეკომენდაცია, რომ მას შეუძლია იაროს, ისინი დადიან. მაგრამ მათი რაოდენობა შევზღუდეთ დროებით. ყველა ჩვენგანი გატესტილები ვართ, უარყოფითი პასუხი გვაქვს, არ დაგვიდასტურდა ინფექცია.
 
რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის დაცვის წევრს, ასეთი არის ერთი, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. აქედან გამომდინარე, არჩილ თალაკვაძე რეკომენდაციების შესაბამისად გადავიდა თვითიზოლაციაში ოჯახის წევრებთან ერთად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
 
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 487 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.
 
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წინა ხელისუფლების დროს აჭარაში 4 მლნ კვ/მ მიწა გასხვისდა 1 ლარად – თორნიკე რიჟვაძე
Next post პროკურატურამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა