ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები – მონაწილეობას არ მივიღებთ არც ერთ შეჯიბრში, ვწყვეტთ ვარჯიშს, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება

Read Time:1 Minute, 9 Second

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. ძიუდოისტებმა დღეს სპეციალური განცხადებაც შეიმუშავეს, სადაც უთითებენ, რომ ნაკრებს ფედერაციისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს.

„საქართველოს ძიუდოს ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან როგორც სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფით, ასევე სწორი მწვრთნელების შერჩევით, საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზეც დღეს შეგნებულად შევიკავებთ თავს და არ ვისაუბრებთ ამ ფორმატში. ნაკრების გადაწყვეტილებით, ფედერაციაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და ამ სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო, ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი, რაც დასტურდება მისი ექვსწლიანი მმართველობითა და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს – ფედერაციის მხარდაჭერით. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ არასოდეს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია, სხვადასხვა გზებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდოს ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება. ავთანდილ ჭრიკიშვილი წუხელ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და უერთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში“, – აცხადებენ ძიუდოისტები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ნაკრებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამდენ ჟურნალისტს კლავენ და აპატიმრებენ მსოფლიოში ყოველწლიურად. სტატისტიკა
Next post ელენე ხოშტარია – შეწყალების სისტემის მოუწესრიგებლობაზე პრეზიდენტს აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“