ელენე ხოშტარია – შეწყალების სისტემის მოუწესრიგებლობაზე პრეზიდენტს აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება“

Read Time:1 Minute, 1 Second

„ევროპული საქართველოს” დეპუტატი, ელენე ხოშტარია პატიმრების შეწყალების საკითხის ირგვლივ წამოწყებულ დისკუსიებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახლა მთავარი ამოცანა შეწყალების სისტემაში არსებული გაუმართავი კრიტერიუმების მოწესრიგება და გამოსწორებაა. დეპუტატი სისტემის გაუმართაობაში უმრავლესობასა და პრეზიდენტსაც ადანაშაულებს.

„ძალადობრივ ვითარებაზე პასუხისმგებელია მთელი მთავრობა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი. რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პოლიტიკური თითის გაშვერა ვიღაცის მიმართ, რაც აბსოლუტურად ვერ გამოასწორებს ვითარებას, თუ ძალადობის მიმართ ფუნდამენტურად არ გამოვასწორეთ დამოკიდებულება. პრეზიდენტს აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა, იმაზე რომ შეწყალების სისტემა მოწესრიგებული არ არის, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი არის მთლიანად „ქართული ოცნება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატის თქმით, შეწყალების მიმართულებით არსებული პრობლემები მხოლოდ საერთო სურათის შემადგენელი ნაწილია, უფრო მასშტაბურად კი პრობლემა წლების განმავლობაში არასწორად განხორციელებულ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.

„ყველაზე მთავარია, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება და ზოგადად ძალადობა არის ასეთ მდგომარეობაში. დღეს ამის დაყვანა შეწყალების აქტზე, ან თუნდაც ბესელიასგან 600-ჯერ გაგზავნილ წერილზეც არ არის, ეს არის “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს იყო თავის დროზე გაუაზრებელი ამნისტია, ეს იყო ძალადობის წახალისება, ეს იყო კრიმინალზე ხელის დაფარება და მთლიანობაში ის პოლიტიკა, რაც ხუთი წლის განმავლობაში ჰქონდა “ქართულ ოცნებას”, რომლის შემადგენელი ნაწილიც იყო, მათ შორის ბესელიასგან შეწყალებაზე ამდენი წერილების გაგზავნა. მთლიანობაში “ქართულმა ოცნებამ” ხელი შეუწყო დაუსჯელობის სინდრომს, ძალადობის წახალისებას და ამან მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რასაც ვიმკით“, – განაცხადა დეპუტატმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები – მონაწილეობას არ მივიღებთ არც ერთ შეჯიბრში, ვწყვეტთ ვარჯიშს, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება
Next post ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს