ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი – მთლიანად სპორტული სამყარო ზურაბ ზვიადაურის გვერდით დგას – მომხდარს ძალიან განიცდის, ისეთ დღეშია, ფაქტობრივად ძლივს დადის

Read Time:1 Minute, 24 Second

მსოფლიო ჩემპიონის, ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადებით, „მთლიანად სპორტული სამყარო ოლიმპიურ ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის გვერდით დგას“. როგორც ძიუდოისტმა „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ზურაბ ზვიადაური წინანდალში მომხდარ შემთხვევას ძალიან განციდის, რის გამოც, ფაქტობრივად, გადაადგილებაც უჭირს.

სპორტსმენის განმარტებით, ზვიადაურს ვერ გაამტყუნებს, რადგან შექმნილ ვითარებაში მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„ზურა ისეთი ადამიანია, რომ ვერც წარმომედგინა, ვინმეს რამეს ავნებდა. 41 წლის არის და აქამდე ასეთი რამ არასდროს შემთხვევია. ან ქუჩაში იდგეს, ან რაღაცაზე პრეტენზია ჰქონდეს, ან რამეში დანაშაული მიუძღოდეს, ასეთი რამ არც მსმენია და მინახავს. 20 წელია ძალიან ახლოს ვიცნობ. ვიცი, რომ იქით მხრიდანაც დაღუპულია და მინდა მივუსამძიმრო (გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის ოჯახს).

ამ ფაქტს თვითონაც ძალიან განიცდის. ისეთ დღეშია, რომ ფაქტობრივად, ძლივს დადის. მინდა, ადამიანურად მივუდგეთ, რომ ასეთი რაღაცები ხდება და რომ ყველა კაცს შეიძლება შეემთხვას. შენს საყვარელ ადამიანს, ყველაზე ძალიან ვინც გიყვარს, შენს სისხლს და ხორცს ასე რომ ნახავ… იმის თქმა მინდა, რომ ვერ გაიქცეოდა და ვერ დაიმალებოდა. პირადად მე ვაცხადებ, რომ ვეღარ ვიმეგობრებდი გაქცეულიყო და ბუჩქებში დამალულიყო, ძმას ასეთი რაღაც შეემთხვა და პოლიციაში დაერეკა ან რაღაც. არ ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია. სოციალურ ქსელში ვადევნებ ხოლმე თვალს და ძალიან ბევრი ადამიანი, ალბათ 90% ეთანხმება იმას, რომ ასე მოიქცეოდა. მე გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ მაშინ, მე კი არა ის 90%-იც დასაჭერია“, – აცხადებს ავთანდილ ჭრიკიშვილი და აღნიშნავს, რომ მაშინ ზურაბ ზვიადაური აფექტის მდგომარეობაში იყო.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი ISFED-ზე: კომუნიზმი დიდი ხნის წინ გადავაგდეთ და 99,99%-იანი მხარდაჭერის მოლოდინი რომ აქვს დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, ცოტა არ იყოს, გასაკვირია
Next post დავით ზალკალიანი – ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება