შალვა პაპუაშვილი ISFED-ზე: კომუნიზმი დიდი ხნის წინ გადავაგდეთ და 99,99%-იანი მხარდაჭერის მოლოდინი რომ აქვს დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, ცოტა არ იყოს, გასაკვირია

Read Time:1 Minute, 10 Second

კომუნიზმი დიდი ხნის წინ გადავაგდეთ და 99,99%-იანი მხარდაჭერის მოლოდინი რომ აქვს დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას საარჩევნო კომისიების წევრებთან დაკავშირებით.

„გუშინ ISFED-მა განცხადება გამოაქვეყნა, საარჩევნო კომისიის წევრები დაბალი კვორუმით აირჩიეს და ამიტომ კომისიების მიმართ ნდობა პრობლემა არისო. ეს თქვა და იქვე დაწერა, რომ თურმე საუბნო საარჩევნო კომისიის 29 086 წევრიდან 88,46% – თითქმის 26 000 ადამიანი…. ანუ ოცდაექვსი ათასი…ათიათასები… 2/3 უმრავლესობით აირჩიეს.

მერე გააგრძელა და ასევე დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“, ანუ 17-დან 3 წევრი, თურმე, საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას კენჭისყრებში… არც ერთში. სულ რომ ISFED-ის დირექტორი ყოფილიყო წევრობის კანდიდატი, მაინც არ მიიღებდნენ. მათ კომისია და 2 ოქტომბერი არ აინტერესებთ. არჩევნების მეორე დღეს და არეულობას უმიზნებენ და რაც უფრო ნაკლებ რამეზე აწევენ ან მოაწერენ ხელს, ეგ ურჩევნიათ.

ჰოდა, 17-დან 3 წევრი საერთოდ რომ არ იღებდა მონაწილეობას კენჭისყრაში, გამოდის, რომ ამ 29 086 არჩეულ წევრს კენჭისყრაში მონაწილე 14 წევრიდან მინიმუმ 11-12 წევრმა დაუჭირა მხარი (სადაც მინიმუმ 2-3 ოპოზიციური პარტიის ხმაც იყო). ანუ ამ ხალხმა 80-85%-იანი მხარდაჭერა მიიღო და ეს არის დაბალი კვორუმი?

კომუნიზმი, მგონი, დიდი ხნის წინ გადავაგდეთ და 99,99%-იანი მხარდაჭერის მოლოდინი რომ აქვს დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, ცოტა არ იყოს, გასაკვირია.

დაბოლოს, ჩემი ფავორიტი პასაჟი ISFED-ის განცხადებიდან – სწორედ ასეთი „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები დასკვნები“ არის, ძირს რომ უთხრის მათ მიმართ ნდობას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
Next post ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი – მთლიანად სპორტული სამყარო ზურაბ ზვიადაურის გვერდით დგას – მომხდარს ძალიან განიცდის, ისეთ დღეშია, ფაქტობრივად ძლივს დადის